photo

ფინური სასწავლო მოდელი

N1 განათლების მოდელი მსოფლიოში

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. გარდა იმისა, რომ ფინეთში სწავლების პრინციპები ყველასგან გამორჩეული და ორიგინალურია, ფინელმა ბავშვებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო შედეგები მსოფლიო მასშტაბით. აქ ბავშვებს აძლევენ არა მხოლოდ ფაქტობრივ და საჭირო ზოგად ცოდნას, არამედ ამზადებენ რეალური ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ასეთ სწავლებას სასარგებლო და ყველაზე სასიკეთო შედეგები მოაქვს.

ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მულტიმილიონიან, მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა.