photo

ფინური სასწავლო მოდელი

რატომ ფინური საერთაშორისო სკოლა

ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის ხარისხიან განათლებას ეფუძნება. განათლებული თაობა ის მთავარი ინსტრუმენტია, რაც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას, მის წინსვლას და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.  

ფინური საერთაშორისო სკოლის სასწავლო სისტემა აგებულია მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო მოდელად აღიარებულ ფინურ სასწავლო მეთოდზე, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკულ, მომავალზე ორიენტირებულ სწავლებაზე.  სწავლება ხორციელდება ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომით. მათ ეძლევათ საშუალება ჩამოუყალიბდეთ ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

საუკეთესო აკადემიური პროგრამა, სწავლების უმაღლესი ხარისხი და ამასთან ფინური სტანდარტების შესაბამისად სერთიფიცირებული მასწავლებელთა გუნდი ხდის სკოლას უნიკალურს. ჩვენს მოსწავლეებს, სწავლოს ბოლო საფეხურზე, ვთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს, რომლიც მეშვეობითაც შეეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება.

 

რატომ ფინური საერთაშორისო სკოლა

 

  • ფინური სასწავლო სისტემა სამ ძირითად პრინციპზეა დამყარებული. ეს არის ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა.
  • ფინურ საერთაშორისო სკოლაში ყოველი დღე ბავშვის ბედნიერებაზეა მორგებული. ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ მოსწავლეს, ვიყენებთ თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პრაქტიკას და ვადგენთ სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას, რადგან ყოველი მათგანი განსაკუთრებულია.
  • ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის, ანალიტიკური, ინოვაციური აზროვნების განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა.
  • ჩვენთვის ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ არასდროს ვტვირთავთ მოსწავლეებს დავალებებით. ადამიანის ტვინს, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეს, სწავლის პროცესში ესაჭიროება დასვენება, ამიტომ, გარდა ყოველი გაკვეთილის შემდგომ შესვენებებისა, ჩვენთან სასწავლო დღე საკმაოდ მოკლეა.
  • ინტეგრირებული სწავლების მიდგომა - ფინურ სკოლაში ხშირად ტარდება ერთობლივი/გაერთიანებული გაკვეთილები სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად
  • სასწავლო პროცესში და თითოეულ საგანში გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
  • სწავლა ყველგან და ყოველთვის - ჩვენთან ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ შესვენებების, ბუნებაში ყოფნის, ექსკურსიების დროსაც კი.
  • გავრცელებული მითია, რომ ფინურ სკოლაში არ არის არანაირი საშინაო დავალება და საკონტროლო ტესტირებები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ტესტები, თუმცა ამ ტიპის დავალებებს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებისთვის და არა ტესტებისთვის და აქცენტს ვაკეთებთ 21-ე საკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.
  • ჩვენთან მხოლოდ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები და თანამშრომლები არიან დასაქმებული. ყოველთვის მზად ვართ მასწავლებლების და პერსონალის განვითარებაში ინვესტირებისთვის. ვთვლით, რომ ფინური საერთაშორისო სკოლა ერთგვარი დიდი ოჯახია, სადაც ყველამ ერთგულად უნდა ვითანამშრომლოთ და დაუღალავად ვიმუშაოთ მოსწავლეებისთვის.
  • ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ფართო საზოგადოებასთან და საქართველოში განათლების სფეროში ჩართულ მხარეებთან. ამით ჩვენ შევიტანთ წვლილს საქართველოში განათლების სისტემის ხარისხის და განსაკუთრებით კი მასწავლებლების პროფესიული განვითარების სტანდარტების გაუმჯობესებაში.

 

უახლესი კვლევების თანახმად, ფინეთი:

 

  • პირველ ადგილზეა ბედნიერების ინდექსით. /2019 წლის მსოფლიოს ბედნიერი ერების ანგარიში, გაეროს მდგრადი განვითარების ქსელი./
  • პირველია კონკურენუნარიანობის მაჩვენებლით. /2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი./
  • N1 ქვეყანაა მომავლის უნარების ინდექსითაც. /მსოფლიო განათლება მომავლისთვის 2018, ეკონომისტთა საინფორმაციო განყოფილება./
  • პირველ ადგილს ინარჩუნებს განათლების კუთხით. /Legatum ინსტიტუტი, კეთილდღეობის ინდექსი 2018/
  • ასევე ინარჩუნებს საუკეთესო განათლების სისტემის ტიტულს. /2017წ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია./