photo

მიღება

მიღების წესები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფინურ საერთაშორისო სკოლაში - მომავლის სკოლაში!

 

რეგისტრაცია დაიწყება 1 მარტს, 09:00 საათზე, ვებ-გვერდზე: www.fis.ge

 

I ნაბიჯი: სააპლიკაციო ფორმა და დოკუმენტები

  • გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმის ყველა აუცილებელი ველი;
  • საჭირო დოკუმენტები ატვირთოთ JPG ან PDF ფორმატში;
  • შენიშნვნა: პირველ კლასში მოსწავლის მიღებისას, ჩანაწერები წინა სკოლიდან (პირადი საქმე) არ არის საჭირო;
  • შენიშვნა: ფინურ საერთაშორისო სკოლაში მყოფი პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, იმუნიზაციის ცნობის წარმოდგენა ყველასთვის სავალდებულოა;
  • შემდგომი ეტაპზე, გასაუბრებაზე მოწვეული იქნება თითოეულ კლასში დარეგისტრირებული რიგით პირველი 15 აპლიკანტი, რომელთაც სრულად ექნებათ წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია;

 

II ნაბიჯი: გასაუბრება

  • გასაუბრება წარმოადგენს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას. მოხარულები ვიქნებით, წინასწარ გავიგოთ თქვენი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მისი ცოდნის შესახებ. მეორე მხრივ, შევძლებთ, დეტალურად გესაუბროთ ჩვენი სასწავლო პროგრამის, მიდგომებისა და ღირებულებების შესახებ და ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. ამით გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სკოლა ნამდვილად ერგება თქვენი ბავშვის მოთხოვნილებებს და ამართლებს თქვენს მოლოდინებს.

მოსწავლეები მე-2, მე-3 და მე-4 კლასში მისაღებად გაივლიან ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. თითოეულ აპლიკანტს გაესაუბრება ფსიქოლოგი. მშობლებთან ერთად განვიხილავთ მოსწავლის შესაბამის კლასში განთავსებასაც.

 

  • გასაუბრება ჩატარდება ფინური საერთაშორისო სკოლის დირექტორის, ადმინისტრაციის მენეჯერის და ფსიქოლოგის თანდასწრებით.

 

III ნაბიჯი: მიღების დადასტურება

  • გასაუბრებიდან 1 კვირის ვადაში, სკოლის ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ და დაგიდასტურებთ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს.
  • თქვენ ასევე მიიღებთ წერილობით დასტურს რეგისტრაციის შესახებ და სარეგისტრაციო საფასურის ინვოისს.
  • რეგისტრაციის საფასურის დაფარვისთანავე თქვენი შვილი ოფიციალურად დარეგისტრირდება ფინურ საერთაშორისო სკოლაში.

 

IV ნაბიჯი: მიღება და რეგისტრაციის საფასური

რეგისტრაციის საფასური 150 ევრო უნდა დაიფაროს 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციის საფასურით იფარება შესარჩევი პროცესის შრომითი ხარჯები, შესაბამისად, არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

გთხოვთ, გადახდის განხორციელებისთანავე, ქვითარი გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით: admission@fis.ge

 

V ნაბიჯი: სწავლის საფასური და სკოლის დაწყება

  • სწავლის საფასურის პირველი ნახევარი (50%) გადახდილი უნდა იყოს 2020 წლის 15 აგვისტომდე.
  • სწავლის საფასურის მეორე ნახევარი (50%) უნდა დაიფაროს 2021 წლის 15 იანვრამდე.

 

სწავლა დაიწყება 2020 წლის სექტემბერში.