photo

სკოლის შესახებ

ჩვენ შესახებ

პირველი ფინური საერთაშორისო სკოლის გახსნა საქართველოში, კერძოდ საგურამოში, საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ინიციატივაა.

ფინურმა საერთაშორისო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო დაწყებითი 3 კლასით. სკოლაში ეტაპობრივად დაემატება კლასები და 2021 წლისთვის საგურამოში სკოლა მიიღებთ მოსწავლეებს უკვე 12-ვე კლასში.

დამფუძნებლების მიზანია, ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. საგურამოს გარდა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ფინური სკოლების გახსნა საქართველოს დიდ ქალაქებში და ასევე, მეზობელ ქვეყნებშიც.

სკოლის მშენებლობისა და აკადემიური პროგრამის შექმნის მიმართულებით, ფინური საერთაშორისო სკოლა თანამშრომლობს ფინურ განათლების კონსორციუმთან „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. ფინური კომპანია უზრუნველყოფს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას, რომელიც მორგებულია საქართველოს აკადემიურ მოთხოვნებს. სწორედ Polar Partners და პედაგოგიკის ტრენერები University of Turku და Koulu Education Group-დან ახდენენ მასწავლებლების შერჩევას და უძღვებიან მათი გადამზადების პროცესს  ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით.

 

რატომ ფინური სკოლა და ფინური განათლების მოდელი?

 

დამფუძნებელი კომპანიის პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის ხარისხიან განათლებას ეფუძნება. განათლებული თაობა არის ის მთავარი ინსტრუმენტი რაც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას, მის წინსვლას და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.  

ყველასთვის, ვისაც სკოლასთან აქვს შეხება, ცნობილია, რომ ფინეთის განათლების სისტემა საუკეთესოა მსოფლიოში. საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ  ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. გარდა იმისა, რომ ფინეთში სწავლების პრინციპები ყველასგან გამორჩეული და ორიგინალურია, ფინელმა ბავშვებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო შედეგები მსოფლიო მასშტაბით. აქ ბავშვებს აძლევენ არა მხოლოდ ფაქტობრივ და საჭირო ზოგად ცოდნას, არამედ ამზადებენ რეალური ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ასეთ სწავლებას სასარგებლო და ყველაზე სასიკეთო შედეგები მოაქვს.

ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მულტიმილიონიან, მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. აღნიშნული მაჩვენებლები არის მთავარი მოტივატორი ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისთვის განახორციელოს ფინური საერთაშორისო სკოლის პროექტი საქართველოში.

 

რატომ საგურამო?

 

საგურამო არის ის ადგილი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე, სასწავლო პროცესისთვის იდეალურად მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც აუცილებელია ფინური სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის.

ჩვენთვის პრიორიტეტი ბუნებასთან ახლო ადგილმდებარეობის შერჩევა იყო, რადგან ფინური სასწავლო სისტემის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი, სწორედ, ცოდნის სასწავლო კედლებს გარეთ მიღებაა.