photo

სკოლის შესახებ

მისია

ფინური საერთაშორისო სკოლის მისიას წარმოადგენს  აქტიური მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც მარტივად შეძლებენ 21 საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებას, წარმატებით საქმიანობასა და შემდგომ თვითგანვითარებას. 

აღნიშნული მისიის მისაღწევად, ფინური საერთაშორისო სკოლა მიზნად ისახავს იმგვარი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჰოლისტურ განვითარებას. სასწავლო პროცესი მოსწავლეებს დაეხმარება არა მარტო აკადემიური ცოდნის შეძენაში, არამედ იმგვარი გამჭოლი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაში, რაც მათ 21 საუკუნეში პიროვნული და პროფესიული წარმატების მიღწევაში დაეხმარება. 

სკოლის მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარებისა და თვითმყოფადობის განვითარებაში. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებასთან ერთად, სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება.

ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს დაეხმარება თავიანთი ცოდნა და უნარები რეალურ სამყაროს დაუკავშირონ და დაინახონ თავიანთი როლი მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებთან მიმართებაში. აღნიშნული მიზნების მიღწევას სკოლაში არსებული პოზიტიური და თავისუფალი სასწავლო გარემო, ხარისხიანი სასწავლო მასალა და სკოლაში არსებული სწორი ურთიერთდამოკიდებულებები უწყობს ხელს.