news

ფინური საერთაშორისო სკოლა სემინარზე - "ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება"

05 Nov 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სემინარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება.

სემინარზე მომხსენებლად წარსდგა იარკო ნიირანენი, ფინური საერთაშორისო სკოლის დირექტორი. მან დასწრე საზოგადოებას გაუზიარა ფინეთის გამოცდილება ინკლუზიური განათლების შესახებ და განიხილა ფინური სკოლების მაგალითები.