photo

ჩვენს შესახებ

ჩვენი ხედვა და ღირებულებები

ბავშვს სწავლა უნდა ანიჭებდეს ბედნიერებას - ეს არის ფინური საერთაშორისო სკოლის მთავარი ღირებულება

 

  • ფინური სასწავლო სისტემა სამ ძირითად პრინციპზეა დამყარებული. ეს არის ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა.
  • ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის, ანალიტიკური, ინოვაციური აზროვნების განვითარება, პრაქტიკულობა და რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა. ფინური სასკოლო მეთოდი უზრუნველყოფს ბავშვში სკოლის ასაკიდანვე ინტერესის სფეროების და პროფესიული მისწრაფებების გამოვლენას.ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან, პრაქტიკული სწავლება და გუნდური მუშაობა ქმნის იმ ჰარმონიას რას საბოლოო ჯამში აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და სასწავლო შედეგებზე რაც გამორიცხავს ბავშვის ე.წ. “ჩამორჩენას” ამა თუ იმ აკადემიურ საგანში.
  • ინტეგრირებული საგნების პრინციპი - ფინურ სკოლაში ხშირად ტარდება ერთობლივი/გაერთიანებული გაკვეთილები სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან ერთად
  • სასწავლო პროცესში და თითოეულ საგანში მაქსიმალურად გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.
  • მინიმალური საშინაო დავალება - სტრესისგან თავისუფალი სასწავლო გარემო - გაკვეთილების უმეტესობას მოსწავლე თავს ართმევს სკოლაშივე.