news

პედაგოგების ტრეინინგის პროგრამის დაჯილდოების ცერემონია

25 Apr 2019

დასრულდა ფინური საერთაშორისო სკოლის პედაგოგთა შერჩევის მრავალეტაპიანი პროცესი.

200-ზე მეტი აპლიკანტიდან 13-მა შერჩეულმა კანდიდატმა წარმატებით გაიარა „Polar Partners“, Turku University და Koulu Education Group-ის მიერ ორგანიზებული 3 თვიანი ტრენინგების პროგრამა მსოფლიოში N1 ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით.

ტრენინგები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • ფინური განათლების მთავარი ღირებულბები - „სწავლა ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის“.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდები.
  • აკადემიური საგნების ინტეგრირება და მათი გამოყენება ცხოვრებისეული უნარჩვევების განვითარებისთვის.
  • რატომ არის უფრო ეფექტური, როცა ერთი მასწავლებელი ასწავლის ყველა საგანს.
  • ჯგუფური სამუშაოები და ერთ საკლასო ოთახში 2 პედაგოგის როლი.

უკვე გადამზადებული და სერტიფიცირებული კანდიდატებიდან შეირჩა 6 პედაგოგი, რომლებიც გაივლიან დამატებით 7 თვიან ტრენინგ-კურსს, აგვისტოს თვეში გაემგზავრებიან ფინეთში და ადგილზე გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნას.

ამ ეტაპზე შერჩეული პედაგოგები ასწავლიან I, II და III კლასებს (თითოეულ კლასში 2 პედაგოგი). მასწავლებლებს შორის არიან როგორც ქართველი ასევე უცხოელი, მათ შორის ფინელი პედაგოგები.