დასაქმება ფინურ საერთაშორისო სკოლაში
გამარჯობა, რადგან ამ ტექსტს კითხულობ, ე.ი, ჩვენთან დასაქმებით დაინტერესდი, რაც ძალიან სასიხარულოა! ფინური საერთაშორისო სკოლის გუნდი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ვაერთიანებთ როგორც უკვე გამოცდილ და პროფესიონალ აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე დამწყებ, მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც საგანმანათლებლო სფეროში სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
თუ ფიქრობ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებაზე ზრუნვა დაწყებითი განათლების საფეხურიდან, ბედნიერი და წარმატებული ბავშვების აღზრდით იწყება, მაშინ ჩვენ ველით თქვენს რეზიუმეს.
მოკლედ მოგვიყევით თქვენი პროფესიისა და ფინურ საერთაშორისო სკოლაში დასაქმების მოტივაციის შესახებ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე, ელ.ფოსტის მისამართზე, recruitment@fis.ge და არ დაგავიწყდეთ, სათურის ველში მიუთითოთ: "დასაქმება ფინურ საერთაშორისო სკოლაში".
გისურვებთ წარმატებას!