photo

მიღება

მიღების წესები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფინურ საერთაშორისო სკოლაში, სადაც მოსწავლეები სწავლობენ მომავლისთვის - და არა გამოცდებისთვის!

2023-24 სასწავლო წლისთვის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყებულია.  სარეგისტრაციო ბმულზე გადასვლა შესაძლებელია მთავარი მენიუდან: "მიღება" > "მოსწავლის რეგისტრაცია"

მოსწავლის სკოლაში რეგისტრაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:


I ნაბიჯი: სააპლიკაციო ფორმა და დოკუმენტები

 

  • გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმის ყველა აუცილებელი ველი;
  • საჭირო დოკუმენტები გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე  JPG ან PDF ფორმატში;
  • შენიშნვნა: პირველ კლასში მოსწავლის მიღებისას, ჩანაწერები წინა სკოლიდან (პირადი საქმე) არ არის საჭირო;
  • შემდგომ ეტაპზე, გასაუბრებაზე მოწვეული იქნება თითოეულ კლასში დარეგისტრირებული რიგით პირველი 15 აპლიკანტი, რომელთაც სრულად ექნებათ წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია;

II ნაბიჯი: რეგისტრაციის საფასური

  • რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, სკოლის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დაგიდასტურებთ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს.
  • ასევე მიიღებთ სარეგისტრაციო საფასურის ინვოისს.
  • რეგისტრაციის საფასურის დაფარვისთანავე დაინიშნება  გასაუბრება სკოლის წარმომადგენელთან. 

რეგისტრაციის საფასურის (150 ევროს ექვივალენტი ლარში) გადახდის ვადაა 3 სამუშაო დღე.  რეგისტრაციის საფასურით იფარება შესარჩევი პროცესის შრომითი ხარჯები, შესაბამისად, არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

გთხოვთ,  ქვითარი გადახდისთანავე გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით: admission@fis.ge


გასაუბრება ჩაინიშნება რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ.

III ნაბიჯი: გასაუბრება და მიღების დადასტურება

  • გასაუბრების ძირითადი დანიშნულება ერთმანეთის უკეთ გაცნობაა. მოხარულები ვიქნებით, წინასწარ გავიგოთ თქვენი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების, მისი ცოდნისა და ინტერესების შესახებ. მეორე მხრივ, შევძლებთ, დეტალურად გესაუბროთ ჩვენი სასწავლო პროგრამის, მიდგომებისა და ღირებულებების შესახებ და ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სკოლა ნამდვილად ერგება თქვენი ბავშვის მოთხოვნილებებს და ამართლებს თქვენს მოლოდინებს.

მოსწავლეები II-დან VI კლასის ჩათვლით გაივლიან ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას, რაც დაეხმარება მასწავლებლებს მათზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სკოლაში მისაღებად, მოსწავლემ უნდა გადალახოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის მინიმალური ბარიერი.