photo

ჩვენს შესახებ

სკოლის შესახებ

ფინური საერთაშორისო სკოლა პირველი და ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სრულიად კავკასიის რეგიონში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი - ფინური განათლების მოდელია დანერგილი. საქართველოში ფინური სკოლის გახსნის იდეა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს ეკუთვნის".

 

ფინურ საერთაშორისო სკოლაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი აქტიური მოქალაქეების აღზრდაა, რომელთაც შეეძლებათ სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე სამყაროში, წარმატებას მიაღწიონ საერთაშორისო ბაზარზე.  ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეებში კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობის უნარების განვითარებაზე.

 

ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების გუნდს შეადგენენ საერთაშორისო გამოცდილების მქონდე, ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით გადამზადებული როგორც  ქართველი, ასევე უცხოელი მასწავლებლები.  ისინი ქმნიან მხიარულ, პროდუქტიულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ  უსაფრთხო გარემოს ყველა მოსწავლისათვის.

 

ფინური საერთაშორისო სკოლის ძირითადი მახასიათებლებია:

- 100% ფინური სასწავლო გეგმა და კურიკულუმი, რომელიც წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე და მორგებულია ადგილობრივ მოთხონებს.

- მრავალენოვანი და მულტიკულტურული გარემოს პირობებში თანასწორობის ცნების გათვითცნობიერება, რაც ფინური სასწავლო მოდელის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

- იმგვარი პედაგოგიური მიდგომების გამოყენება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება განივითარონ 21-ე საუკუნუს გამოწვევებთან გამკლავებისა და ცვალებად გარემოში მარტივი ადაპტაციის უნარი.

- მოსწავლეების მომზადება სკოლის შემდგომი აკადემიური მოღვაწეობის საზღვარგარეთ, მებისმიერ უმაღლესი განათლების დაწესებულებაში წარმატებით გასაგრძელებლად.

- ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი და სწავლების პროცესის მათ ძლიერ მხარეებზე მაქსიმალურად მორგება.