photo

პრაქტიკული სწავლება
და გუნდური მუშაობა

background

სკოლის გახსნა

ყველა ვიდეო

ხშირად დასმული კითხვები

რა არის სკოლის ზუსტი მისამართი? რა დრო არის საჭირო თბილისიდან სკოლამდე?

სკოლა  მდებარეობს საგურამოს ცენტრში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი მისამართია:  მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო, მე-7 ქუჩა N9. 

სკოლამდე   მისასვლელად     თბილისის      ცენტრიდან     საჭიროა საშუალოდ  30-40 წუთი.

 

რა არის სწავლის საფასური?რას მოიცავს და როგორია საფასურის გადახდის გრაფიკი?

ერთიანი გადახდის შემთხვევაში, სწავლის ღირებულება შეადგენს  5500 ევროს I-IV კლასებში, ხოლო 6000 ევროს (ექვივალენტს ლარში) V-VI კლასებში. რეგისტრაციის  საფასურია - 150 ევრო,   რომლიც ერთჯერადია და უკან არ ბრუნდება.

 

სწავლის საფასური მოიცავს ორჯერად კვებას (I-III კლასებში), ექსკურსიებსა   და კლასგარეშე აქტივობების ნაწილს.

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება? აქვს თუ არა სკოლას ქართული სექტორი?

ფინურ საერთაშორისო სკოლაში ფუნქციონირებს მხოლოდ ინგლისური სექტორი და სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ფინური კურიკულუმის შესაბამისად. კურიკულუმში დამატებით, ცალკე საგნად შეტანილია ქართული ენა და ლიტერატურა, (როგორც "მშობლიური ენა" ქართველი, ხოლო როგორც "დამატებითი სავალდებულო უცხო ენა" უცხოელი მოსწავლეებისთვის.) ინტეგრირებულია საკითხები საქართველოს ისტორიიდან, საბუნებისმეტყველო საგნების პროგრამებში კი გათვალისწინებულია ქართული კონტექსტიც.

ტრანსპორტირება

ტრანსპორტი სახლში აკითხავს თითოეულ მოსწავლეს, თუ არსებობს გარკვეული ლოკაციები?

სკოლა დამატებითი საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მოსწავლეებს ტრანსპორტით მომსახურებას. ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრალურ ქუჩებზე და აქვს გაჩერების ლოკაციები, საიდანაც მოყავს და სადაცამდეც მიჰყავს მოსწავლეები. მშობელი თავად ირჩევს გაჩერებას. (დამატებითი საფასური მერყეობს 250-700 ევრომდე)

 

რომელ საათზე მოაკითხავს მოსწავლეს ტრანსპორტი?

ზუსტი  დრო დამოკიდებული იქნება მოსწავლის საცხოვრებელ ადგილზე.

 

რა ტიპის ტრანსპორტი ემსახურება სკოლას?

სკოლას ემსახურება  კეთილმოწყობილი მინი ავტობუსები.

 

როდის გადის ტრანსპორტი სკოლიდან?

სკოლიდან ავტობუსები გამოდის 16:00 საათზე

რა ტიპის კლასგარეშე აქტივობებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს?

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს კლასგარეშე  აქტივობების   ფართო არჩევანს (ხელოვნება,  კითხვის კლუბი, რობოტიკა/კოდირება, შემეცნებითი გაკვეთილები ბუნებაში).

შეძლებენ კურსდამთავრებულები ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას?

დიახ, მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.

შეძლებენ კურსდამთავრებულები საზღვარგარეთ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას?

დიახ, 12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ საერთაშირისო/უცხოურ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.

რას გულისხმობს სწავლების ფინური მოდელი?

ფინური საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ფინურ ეროვნულ აკადემიურ პროგრამაზე. პედაგოგებს გავლილი აქვთ მრავალთვიანი მომზადების კურსი, მათ შორის ფინეთში, რომელსაც უძღვებოდნენ ფინელი განათლების ექსპერტები. რაც შეეხება სასწავლო  მასალებს, ის ასევე ფინური  სტანდარტების შესაბამისია, თუმცა სრულად არის მორგებული ქართულ მოთხოვნებს.  

რა ტიპის შეფასების სისტემას იყენებს ფინური საერთაშორისო სკოლა?

ფინურ  საერთაშორისო  სკოლაში დაწყებით კლასებში გამოიყენება შეფასება, რომელიც, უპირველესად, განმავითარებელ მიზანს ემსახურება - შეაფასოს მოსწავლის პროგრესი, მისი ძლიერი მხარეების და არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და სასწავლო აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა.

შემდგომ საფეხურზე, 4-6 კლასებში, 4-10 ქულიან შკალაზე ციფრებში გამოხატულ შეფასებასთან ერთად, მოსწავლეებს ეძლევათ "შეფასების ბარათები", რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული მოსწავლის პროგრესი წერილობითი ფორმით. ამგვარი მიდგომა, შეფასების სისტემას მეტად გამჭვირვალესა და ადვილად გასაგებს ხდის როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

რა ეროვნების არიან სკოლის მასწავლებლები?

ფინური სკოლის პედაგოგთა გუნდი დაკომპლექტებულია  სხვადასხვა ეროვნების  მასწავლებლებით. ჩვენ ვქმნით საერთაშორისო, მომავალზე ორიენტირებულ სკოლას, შესაბამისად, ვთანამშრომლობთ მხოლოდ საუკეთესო  მასწავლებლებთან, ეროვნების მიუხედავად. გვყავს როგორც ფინელი და  ქართველი, ასევე სხვა ეროვნების, უმაღლესი კომპეტენციებისა და უნარების მქონე პროფესიონალები. პედაგოგები შეირჩევიან ხანგძლივი და ინტენსიური შერჩევისა და გადამზადების პროცესის შედეგად. 

რომელ საათზე იწყება სკოლა?

სკოლაში  სასწავლო პროცესი  იწყება 10:00 საათზე.

რა არის პირველი კლასელისთვის მინიმალური ასაკი სკოლაში ჩასარიცხად?

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასელი მოსწავლე სასწავლო წლის  დაწყებისთვის უნდა იყოს 6 წლის.

თუ მოქმედებს სკოლაში რაიმე ტიპის შეღავათი?

ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შეღავათი მოსწავლეზე 200 ევროს ოდენობით.

ჩვენი გუნდი

member
აიეტი კუკავა

დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი

member
ნინო ბზეკალავა

მენეჯერი

member
ეთო გიუაშვილი

მასწავლებელი

member
Jovana Vesić

მასწავლებელი

member
მარიამ გობიანიძე

ქართულის, როგორც უცხო ენის მასწავლებელი

member
Heli Harju

მასწავლებელი

member
ნინო ნოზაძე

ქართულის მასწავლებელი

member
სოფი ჭეიშვილი

მასწავლებელი

სიახლეები და ღონისძიებები

newsphoto
როგორ ებრძვის ფინეთი დეზინფორმაციას დაწყებით სკოლებში

26 Nov 2020

newsphoto
Extracurriculat Activities at Finnish International School Georgia

01 Oct 2020

newsphoto
2020-2021 სასწავლო წლის კალენდარი

23 Sep 2020

newsphoto
საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება

05 Aug 2020