news

ფინური საერთაშორისო სკოლა აცხადებს სტიპენდიის პროგრამას

01 May 2019

გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი ფინური განათლების სისტემის ორი უმთავრესი პრინციპია, ჩვენ ვიწყებთ სტიპენდიების პროგრამას, რომელიც, ბავშვებს მრავალშვილიანი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან ხელს შეუწყობს მიიღონ განათლება ფინურ საერთაშორისო სკოლაში. სტიპენდია ნაწილობრივ ან სრულად (25%-დან - 100%-მდე) დაფარავს სწავლის წლიურ ღირებულებას და გაიცემა მოსწავლის სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განამავლობაში, მისი ოდენობა კი გადაიხედება ყოველწლიურად. ინდივიდუალური სტიპენდიების რაოდენობა და თითოულის მოცულობა განისაზღვრება სკოლის ადმინისტრაციული და ფინანსური კომიტეტის მიერ.

მოთხოვნები:

  • სტიპენდია გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე;
    მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის) 2019 წლის 16 სექტემბრისთვის და ფინური საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

შერჩევის კრიტერიუმები:

1.აპლიკანტის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

2. ფინურ საერთაშორისო სკოლაში სწავლის მოტივაცია.

უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან!

შერჩევის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან:

I ეტაპი - სკოლის ფინანსური კომიტეტი განიხილავს აპლიკაციებს/სამოტივაციო წერილებს და შეადგენს იმ აპლიკანტების სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს;
II ეტაპი - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მოეთხოვებათ წარადგინონ სააპლიკაციო ფორმაში შეყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმეტაცია.

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლიც უნდა წარედგინოს კომისიას, თითოული აპლიკანტისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად.