news

სკოლის ადმინისტრაციის პირველი შეხვედრა მშობლებთან

07 May 2019

2019 წლის 7 მაისს გაიმართა რიგით პირველი შეხვედრა მშობლების პირველ ნაკადთან.

შეხვედრაზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სკოლის მენეჯმენტი, გასაუბრებოდნენ მასწავლებლებს და დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო ყველა საკითხის ირგვლივ.

ფინური საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებმა მშობლებს გააცვნეს დეტალური ინფორმაცია ფინური სკოლის შესახებ:

ფინური განათლების მთავარი ღირებულბები - „სწავლა ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის“

 

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდები.
  • აკადემიური საგნების ინტეგრირება და მათი გამოყენება ცხოვრებისეული უნარჩვევების განვითარებისთვის
  • აკადემიური პროგრამა და კლასგარეშე აქტივობები
  • სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო
  • შენობა და სასკოლო ავეჯი მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი ბავშვის საჭიროებებზე.
  • სტრესისგან თავისუფალი სასწავლო გარემო ბავშვისთვის, ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება.
  • რატომ არის უფრო ეფექტური, როცა ერთი მასწავლებელი ასწავლის ყველა საგანს.
  • ჯგუფური სამუშაოები და ერთ საკლასო ოთახში 2 პედაგოგის როლი.

უახლოეს მომავალში ფინური საერთაშორისო სკოლა კვლავ გეგმავს მსგავსი შეხვედრის გამართვას მშობლების მომდევნო ნაკადთან.