საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა რომ სამინისტრო მზად არის ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც აქტუალური იქნება: ,,დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური." - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლების რეჟიმზე მარტის ბოლოდან გადავიდნენ.
თვალი ადევნეთ ფინური საერთაშორისო სკოლის Facebook გვერდს და ვებსაიტს უხლესი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვენთან I-V კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს.