news

#CallToEarth by CNN

27 Jan 2022

10 ნოემბერს, ფინური საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ CNN-ის პროექტს. #CallToEarth.

პროექტის ფარგლებში:

მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ რა როლი მიუძღვის ადამიანს კლიმატის ცვლილებაში. გაიაზრეს ტყეების ჩეხვის, ბრაკონიერობის, წყლის დაბინძურებისა და მავნე გამონაბოლქვების შედეგები. უყურეს ფილმს "დამზადებულია ბანგლადეშში", სადაც აღწერილია სწრაფი მოდის გავლენა გლობალური დათბობის პროცესზე.

პრაქტიკული გაკვეთილებითა და კვლევებით გაიგეს სხვადასხვა ტიპის ნიადაგის შესახებ.  თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ეზოში გადაინაცვლეს, დაადგინეს ნიადაგის ტიპი და  პატარა ბოსტანში პომიდვრის ბაღიც გააშენეს.

ისწავლეს წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობა და გარდაქმნის ეტაპები,  ასევე, წყლის დაბინძურების თავიდან აცილების გზები.

ფოტოების სანახავად, გამოგვყევით ინსტაგრამზე: fis_georgia