news

მასწავლებელთა ტრენინგები გრძელდება!

06 Sep 2024

ფინურ საერთაშორისო სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება!

  ფინურ საერთაშორისო სკოლაში ახალი აკადემიური სასწავლო პროცესის დაწყებამდე  აქტიურად გრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები ფინური საერთაშორისო სკოლის ოფიციალური პარტნიორის ,,Edu Cluster Finland’’ მიერ.

  აღსანიშნავია, რომ ფინურ საერთაშორისო სკოლას, საგურამოში, ფინელი პარტნიორები მორიგი ტრენინგების ჩასატარებლად 7-11 სექტემბერს  ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ფინური სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და ასევე გადასამზადებელი ტრენინგების ჩატარება მენეჯმენტსა და ადმინიტრაციასთან.

ჩვენ ვამზადებთ მოსწავლეებს ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის!