news

ფინური საერთაშორისო სკოლის პირველი პრეზენტაცია

19 Feb 2019

19 თებერვალს, სასტუმროში Radisson Blu Iveria ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინური განათლების კონსორციუმი „Polar Partners”. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - არია მაკონენი.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა სკოლის პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს, როგორც აკადემიური, ასევე არქიტექტურული კუთხით, პირადად დაესვა კითხვები და მოესმინა პასუხები ფინელი ექსპერტებისგან. დღის ბოლოს კი, შეხვედრამ არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლა, რომლის პარალელურად მიმდინარეობდა ინდივიდუალური შეხვედრები დაინტერესებულ პირებსა და პროექტის ფინელ წარმომადგენლებს შორის.