news

ფინური საერთაშორისო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა

16 Sep 2019

2019 წლის 16 სექტემბერს ფინურმა საერთაშორისო სკოლამ პირველი მოსწავლეები მიიღო.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას.

ფინური საერთაშორისო სკოლის მიზანია უზრუნველყოს მოსწავლისთვის კომფორტული და ჯანსაღი სასწავლო გარემო და 21 საუკუნის სასწავლო მეთოდის გამოყენებით განავითაროს მოსწავლეებში ინდივიდუალური და ინოვაციური აზროვნების უნარი.

წელს ფინური სკოლა მოსწავლეებს მიიღებს დაწყებით პირველ, მეორე და მესამე კლასებში, ხოლო მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება 4-12 კლასების და ასევე სკოლამდელი აღზრდის პროგრამის დამატება.