news

ფინური საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო კონფერენციაზე „დემოკრატია სკოლაში“

23 Oct 2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“ მიეძღვნა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას. კონფერენციაზე მოეწყო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ფინურმა საერთაშორისო სკოლამ. ფინური სკოლის დირექტორი იარკკო ნიირანენი და ადმინისტრაციული მენეჯერი თეა პაიჭაძე შეხვდნენ კონფერენციაში მონაწილე განათლების ექსპერტებს, პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლების წარმომადგენლებს, განათლების უცხოელ ექსპერტეს, გაუზიარეს მათ ფინური განათლების მოდელის სპეციფიკა, ფინური სწავლების სისტების მიღწევები და იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.