news

ფინური საერთაშორისო სკოლა სემინარზე -

05 Nov 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სემინარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება.

სემინარზე მომხსენებლად წარსდგა იარკო ნიირანენი, ფინური საერთაშორისო სკოლის დირექტორი. მან დასწრე საზოგადოებას გაუზიარა ფინეთის გამოცდილება ინკლუზიური განათლების შესახებ და განიხილა ფინური სკოლების მაგალითები.