news

საახალწლო ღონისძიება

27 Dec 2019

27 დეკემბერს, ფინური საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორთან და მშობლებთან ერთად იზეიმეს არდადეგების დასაწყისი და პირველი სემესტრის წარმატებული დახურვა.

სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოადგინეს საკუთარი ხელნაკეთი საახალწლო ნივთები, ტკბილეული, ნამცხვრები და სხვადასხვა სახის ნუგბარი. შემოსული თანხა კი ერთ-ერთ ძაღლების თავშესაფარს გადასცეს.