2022 სასწავლო წლიდან - უკვე საგურამოში!
2022 სასწავლო წლიდან ფინური საერთაშორისო სკოლა ოპერირებას საგურამოში, ახალ შენობაში განაგრძობს.
რატომ საგურამო? ჩვენი პრიორიტეტი იყო სკოლა ეკოლოგიურად სუფთა, ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებულ ადგილას გაგვეხსნა, რადგან სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები დღე-ღამის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ.
ფინური საგანმანათლებლო მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, სასწავლო დღის განმავლობაში, მოსწავლეების პროდუქტიულობაზე ზრუნვა. ამისათვის ერთ-ერთი გზა, შესვენებების ეზოში, სუფთა ჰაერზე გატარებაა. საგურამოს გეოგრაფიული მდებარეობა კი, ნამდვილად არის გარანტი იმისა, რომ ეზოში გატარებული დრო ბავშვებზე დადებითად იმოქმედებს.
ამჟამად, სკოლაში I-VI კლასებია. ჩვენი გუნდი, ფინელ პარტნიორებთან ერთად განაგრძობს შემდგომი საფეხურის კურიკულუმზე მუშაობას. სამომავლოდ იგეგმება როგორც დამამთავრებელი კლასების, ასევე წინა-სასკოლო მომზადების (ფრესქულის) დამატებაც.