როგორ ებრძვის ფინეთი დეზინფორმაციას დაწყებით სკოლებში
21-ე საუკუნეში ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოში დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები. სწორედ ამიტომ, ფინეთმა შეიმუშავა გეგმა, რისი მიხედვითაც სკოლის მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდან შეეძლებათ ყალბი ინფორმაციის გარჩევა ნამდვილი ინფორმაციისგან. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფინელი ერი, ევროპის მასშტაბით, ყველაზე ნაკლებად ექცევა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ.
2016 წლიდან, ფინეთის სკოლებში ოფიციალურად დაიწყო ახალი ინტეგრირებული საგნის სწავლება, რომელიც მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას ემსახურება. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ შეიძლება სტატისტიკური მონაცემებით მარტივი მანიპულირება. ხელოვნების გაკვეთილზე კი აანალიზებენ, თუ როგორ შეიძლება იქნას სხვადასხვაგვარად აღქმული კონკრეტული გამოსახულება. ისტორიის გაკვეთილზე კი ახდენენ მნიშვნელოვან პროპაგანდულ კამპანიებზე დაკვირვებას და მათი მიზნების ანალიზს. ფინელი მასწავლებლები მოსწავლეებს ეხმარებიან, დაინახონ, თუ როგორ შეიძლება სიტყვებით თამაში ისე, რომ ადამიანი დააბნიო და შეცდომაში შეიყვანო.
ფინეთის მთავრობამ დეზინფორმაციის გაკვეთილების შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირველად 2014 წელს მიიღო, მათი მეზობელი რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების აქტიური მცდელობების საპასუხოდ. აღნიშნული ინიციატივა დადებითად აისახა ფინურ საზოგადოებაზე - ფინეთი დღესდღეობით ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა ადვილად არ ექცევა ,,ცრუ ინფორმაციის" გავლენის ქვეშ.
როგორც განათლების ექსპერტები აღნიშნავენ, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის გამიზნულად სწავლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი და გადამოწმება, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.
სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
_____
ფინური საერთაშორისო სკოლა არის პირველი და ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულიად კავკასიის რეგიონში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი - ფინური განათლების მოდელი არის დანერგილი. ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების გუნდს შეადგენენ საერთაშორისო გამოცდილების მქონდე, ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით გადამზადებული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მასწავლებლები. ისინი ქმნიან მხიარულ, პროდუქტიულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ უსაფრთხო გარემოს ყველა მოსწავლისათვის.