EDU Cluster Finland - ის ექსპერტების ვიზიტი ფინურ საერთაშორისო სკოლაში
ფინურ საერთაშორისო სკოლას, საგურამოში, სკოლის აკადემიური პარტნიორის EDU Cluster Finland - ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ფინური განათლების წამყვანმა ექსპერტებმა, ჰელი პარჰიალამ და მირვა ლაიტინენიმ, ონლაინ ტრენინგების შემდეგ, უკვე სკოლაში ჩაატარეს გადასამზადებელი ტრენინგები, რომელსაც 2024 -2025 აკადემიური წლის მასწავლებელთა კორპუსი ფინური საერთაშორისო სკოლის მენეჯმენტთან ერთად დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ფინური სკოლის მოსწავლეების მშობლებთან, სადაც განიხილეს ფინური საგანმანათლებლო მოდელის შესაბამისი სასწავლო პროგრამა, ცხრილი და ახალი სასწავლო წლის მოსამზადებელი სხვადასხვა საკითხი.
ფინური საერთაშორისო სკოლის აკადემიური პარტნიორი - EDU Cluster Finland - ის ექსპერტები, ახალი სასწავლო წლიდან, ყოველკვირეულად იქნებიან ჩართულები სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საგანმანათლებლო მიმართულების გადამზადებასა და მონიტორინგში.
შეგახსენებთ, რომ ფინურ საერთაშორისო სკოლაში, სკოლამდელი მომზადების ჯგუფებსა და საბავშვო ბაღში ახალი აკადემიური სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.