photo

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდეთ ფინურ საერთაშორისო სკოლაში?

რეგისტრაციის გასავლელად ფინური საერთაშორისო სკოლის ვებ-გვერდის www.fis.ge მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მიღება"  და გაეცანით მოსწავლეთა მიღების წესებს. შემდეგ გადადით ამავე მენიუს ქვეპუნქტზე "მოსწავლის რეგისტრაცია (საგურამო)"  და შეავსეთ მოსწავლის სარეგისტრაციო ფორმა

 

რა არის სკოლის ზუსტი მისამართი? რა დრო არის საჭირო თბილისიდან სკოლამდე?

სკოლა  მდებარეობს საგურამოს ცენტრში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო, მე-7 ქუჩა N9.

სკოლამდე   მისასვლელად     თბილისის      ცენტრიდან     საჭიროა საშუალოდ  30-40 წუთი.

 

 

რა არის სწავლის საფასური?რას მოიცავს და როგორია საფასურის გადახდის გრაფიკი?

სკოლაში სწავლის საფასური ერთიანი გადახდის შემთხვევაში შეადგენს  6300 ევროს (ექვივალენტს ლარში) I-III კლასებში, ხოლო 6900 ევროს (ექვივალენტს ლარში) IV-VI კლასებში.

 

სწავლის საფასურის ორ ნაწილად გადახდის შემთხვევაში მთლიანი სწავლის ღირებულებას დაემატება 250 ევრო (ექვივალენტი ლარში) და გადასახადი იქნება 6550 ევრო (ექვივალენტი ლარში) I-III კლასებში, ხოლო 7150 ევრო (ექვივალენტი ლარში)  IV-VI კლასებში.

 

სწავლის საფასური მოიცავს ორჯერად კვებას (I-III კლასებში), ექსკურსიებსა   და კლასგარეშე აქტივობების ნაწილს.

 

რეგისტრაციის  საფასურია - 150 ევრო,   რომლიც ერთჯერადია და უკან არ ბრუნდება.

 

ბაღიში სწავლის საფასური ერთიანი გადახდის შემთხვევაში შეადგენს 3300 ევროს (ექვივალენტს ლარში), ხოლო .წინასასკოლო მომზადების (Pre-school) ჯგუფში  3900 ევროს (ექვივალენტს ლარში).

 

სწავლის საფასურის ორ ნაწილად გადახდის შემთხვევაში მთლიანი სწავლის ღირებულებას დაემატება 250 ევრო  (ექვივალენტი ლარში) და საფასური იქნება 3550 ევრო (ექვივალენტი ლარში), ხოლო წინასასკოლო მომზადების (Pre-school) ჯგუფში 4150 ევრო (ექვივალენტი ლარში).

 

 

 

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება? აქვს თუ არა სკოლას ქართული სექტორი?

ფინურ საერთაშორისო სკოლაში ფუნქციონირებს მხოლოდ ინგლისური სექტორი და სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ფინური კურიკულუმის შესაბამისად.

კურიკულუმში დამატებით, ცალკე საგნად შეტანილია ქართული ენა და ლიტერატურა, (როგორც "მშობლიური ენა" ქართველი, ხოლო როგორც "დამატებითი სავალდებულო უცხო ენა" უცხოელი მოსწავლეებისთვის.) ინტეგრირებულია საკითხები საქართველოს ისტორიიდან, საბუნებისმეტყველო საგნების პროგრამებში კი გათვალისწინებულია ქართული კონტექსტიც.

 

ტრანსპორტირება

ტრანსპორტი სახლში აკითხავს თითოეულ მოსწავლეს, თუ არსებობს გარკვეული ლოკაციები?

 

სკოლა დამატებითი საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მოსწავლეებს ტრანსპორტით მომსახურებას. ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრალურ ქუჩებზე და აქვს გაჩერების ლოკაციები, საიდანაც მოჰყავს და სადამდეც მიჰყავს მოსწავლეები. მშობელი თავად ირჩევს გაჩერებას.

 

რომელ საათზე მოაკითხავს მოსწავლეს ტრანსპორტი?

 

ზუსტი  დრო დამოკიდებული იქნება მოსწავლის საცხოვრებელ ადგილზე.

 

რა ტიპის ტრანსპორტი ემსახურება სკოლას?

 

სკოლას ემსახურება  კომფორტული მინი ავტობუსები.

 

როდის გადის ტრანსპორტი სკოლიდან?

 

სკოლიდან მინი ავტობუსები გამოდის 16:00 საათზე

 

 

რა ტიპის კლასგარეშე აქტივობებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს?

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს კლასგარეშე  აქტივობების   ფართო არჩევანს (ხელოვნება,  კითხვის კლუბი, რობოტიკა/კოდირება, შემეცნებითი გაკვეთილები ბუნებაში).

 

შეძლებენ კურსდამთავრებულები ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას?

დიახ, მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.

 

შეძლებენ კურსდამთავრებულები საზღვარგარეთ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას?

დიახ, 12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ საერთაშირისო/უცხოურ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.

 

რას გულისხმობს სწავლების ფინური მოდელი?

ფინური საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ფინურ ეროვნულ აკადემიურ პროგრამაზე. პედაგოგებს გავლილი აქვთ მრავალთვიანი მომზადების კურსი, მათ შორის ფინეთში, რომელსაც უძღვებოდნენ ფინელი განათლების ექსპერტები. რაც შეეხება სასწავლო  მასალებს, ის ასევე ფინური  სტანდარტების შესაბამისია, თუმცა სრულად არის მორგებული ქართულ მოთხოვნებს.

  

რა ტიპის შეფასების სისტემას იყენებს ფინური საერთაშორისო სკოლა?

ფინურ  საერთაშორისო  სკოლაში დაწყებით კლასებში გამოიყენება შეფასება, რომელიც, უპირველესად, განმავითარებელ მიზანს ემსახურება - შეაფასოს მოსწავლის პროგრესი, მოახდინოს მისი ძლიერი მხარეების და არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და სასწავლო აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა.

 

შემდგომ საფეხურზე, IV-VI კლასებში, 4-10 ქულიან შკალაზე ციფრებში გამოხატულ შეფასებასთან ერთად, მოსწავლეებს ეძლევათ "შეფასების ბარათები", რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული მოსწავლის პროგრესი წერილობითი ფორმით. ამგვარი მიდგომა, შეფასების სისტემას მეტად გამჭვირვალესა და ადვილად გასაგებს ხდის როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

 

რა ეროვნების არიან სკოლის მასწავლებლები?

ფინური სკოლის პედაგოგთა გუნდი დაკომპლექტებულია  სხვადასხვა ეროვნების  მასწავლებლებით. ჩვენ ვქმნით საერთაშორისო, მომავალზე ორიენტირებულ სკოლას, შესაბამისად, ვთანამშრომლობთ მხოლოდ საუკეთესო  მასწავლებლებთან, ეროვნების მიუხედავად. გვყავს როგორც ფინელი და  ქართველი, ასევე სხვა ეროვნების, უმაღლესი კომპეტენციებისა და უნარების მქონე პროფესიონალები. პედაგოგები შეირჩევიან ხანგძლივი და ინტენსიური შერჩევისა და გადამზადების პროცესის შედეგად.

 

რომელ საათზე იწყება სკოლა?

სკოლაში  სასწავლო პროცესი  იწყება 10:00 საათზე.

 

თუ მოქმედებს სკოლაში რაიმე ტიპის შეღავათი?

ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შეღავათი მოსწავლეზე 200 ევროს ოდენობით.

 

რა არის პირველი კლასელისთვის მინიმალური ასაკი სკოლაში ჩასარიცხად?

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასელი მოსწავლე სასწავლო წლის  დაწყებისთვის უნდა იყოს 6 წლის.

 

სიახლეები და ღონისძიებები

newsphoto
საზაფხულო სკოლა დაიწყო

22 Jul 2024

newsphoto
2024 წლის საზაფხულო სკოლა

16 Jul 2024

newsphoto
როგორ ებრძვის ფინეთი დეზინფორმაციას დაწყებით სკოლებში

07 Jul 2024

newsphoto
#CallToEarth by CNN

27 Jan 2022

background

სკოლის გახსნა

ყველა ვიდეო