სკოლა მდებარეობს საგურამოს ცენტრში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო, მე-7 ქუჩა N9.
სკოლამდე მისასვლელად თბილისის ცენტრიდან საჭიროა საშუალოდ 30-40 წუთი.
სკოლა მდებარეობს საგურამოს ცენტრში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო, მე-7 ქუჩა N9.
სკოლამდე მისასვლელად თბილისის ცენტრიდან საჭიროა საშუალოდ 30-40 წუთი.
სწავლის ღირებულება შეადგენს 4850 ევროს (ექვივალენტს ლარში). რეგისტრაციის საფასურია - 150 ევრო, რომლიც ერთჯერადია და უკან არ ბრუნდება.
სწავლის საფასური მოიცავს ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებას, ექსკურსიებსა და კლასგარეშე აქტივობებს.
ფინურ საერთაშორისო სკოლაში ფუნქციონირებს მხოლოდ ინგლისური სექტორი და სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ფინური კურიკულუმის შესაბამისად. კურიკულუმში დამატებით, ცალკე საგნად შეტანილია ქართული ენა და ლიტერატურა, ინტეგრირებულია საკითხები საქართველოს ისტორიიდან, საბუნებისმეტყველო საგნების პროგრამებში კი გათვალისწინებულია ქართული კონტექსტიც.
ტრანსპორტი სახლში აკითხავს თითოეულ მოსწავლეს, თუ არსებობს გარკვეული ლოკაციები?
მოსწავლეებს ტრანსპორტი მიაკითხავს მათ საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს. ლოკაციები დაზუსტდება მოგვიანებით, დარეგისტრირებული მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
რომელ საათზე მოაკითხავს მოსწავლეს ტრანსპორტი?
ზუსტი დრო დამოკიდებული იქნება მოსწავლის საცხოვრებელ ადგილზე.
რა ტიპის ტრანსპორტი ემსახურება სკოლას?
სკოლას ემსახურება კეთილმოწყობილი მინი ავტობუსები.
როდის გადის ტრანსპორტი სკოლიდან?
სკოლიდან ავტობუსები გამოდის 17:00 საათზე
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს კლასგარეშე აქტივობების ფართო არჩევანს (ხელოვნება, კითხვის კლუბი, რობოტიკა/კოდირება, შემეცნებითი გაკვეთილები ბუნებაში) სკოლის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ (სავარაუდოდ 2021-22 წლიდან) კლასგარეშე კლუბების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოიცავს ისეთ წრეებსაც, როგორიცაა ცურვის, ფეხბურთის და სხვ.
დიახ, 12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.
დიახ, 12 კლასის დამთავრების შემდეგ ფინური სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ საერთაშირისო/უცხოურ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.
დიახ, ვთანამშრომლობთ ფინეთში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან (ფინური უმაღლესი სასწავლო სისტემა მეორე ადგილზეა მსოფლიოში) და მომავალში ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე.
ფინური საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ფინურ ეროვნულ აკადემიურ პროგრამაზე. პედაგოგებს გავლილი აქვთ მრავალთვიანი მომზადების კურსი, მათ შორის ფინეთში, რომელსაც უძღვებოდნენ ფინელი განათლების ექსპერტები. რაც შეეხება სასწავლო მასალებს, ის ასევე ფინური სტანდარტების შესაბამისია, თუმცა სრულად არის მორგებული ქართულ მოთხოვნებს.
ფინურ საერთაშორისო სკოლაში დაწყებით კლასებში გამოიყენება შეფასება, რომელიც, უპირველესად, განმავითარებელ მიზანს ემსახურება - შეაფასოს მოსწავლის პროგრესი, მისი ძლიერი მხარეების და არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და სასწავლო აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა.
შემდგომ საფეხურზე, 5-12 კლასებში, 4-10 ქულიან შკალაზე ციფრებში გამოხატულ შეფასებასთან ერთად, მოსწავლეებს ეძლევათ "შეფასების ბარათები", რომლებშიც დეტალურადაა განმარტებული მოსწავლის პროგრესი წერილობითი ფორმით. ამგვარი მიდგომა, შეფასების სისტემას მეტად გამჭვირვალესა და ადვილად გასაგებს ხდის როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
ფინური სკოლის პედაგოგთა გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების მასწავლებლებით. ჩვენ ვქმნით საერთაშორისო, მომავალზე ორიენტირებულ სკოლას, შესაბამისად, ვთანამშრომლობთ მხოლოდ საუკეთესო მასწავლებლებთან, ეროვნების მიუხედავად. გვყავს როგორც ფინელი და ქართველი, ასევე სხვა ეროვნების, უმაღლესი კომპეტენციებისა და უნარების მქონე პროფესიონალები. პედაგოგები შეირჩევიან ხანგძლივი და ინტენსიური შერჩევისა და გადამზადების პროცესის შედეგად.
სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 9:30 საათზე.
პირველ კლასელი მოსწავლე სასწავლო წლის დაწყებისთვის უნდა იყოს 6 წლის.
ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შეღავათი მოსწავლეზე 350 ევროს ოდენობით.